პრეზიდენტის განცხადება დემოკრატიის სამიტზე
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიწვევით დემოკრატიის სამიტში მონაწილეობს. სალომე ზურაბიშვილი სამიტზე ცოტა ხნის წინ, სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ქვეყნის სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს.
