სნაიპერების სწავლება
მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სასროლეთზე სნაიპერთა სასწავლო შეკრება გაიმართა. თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სნაიპერთა პირადმა შემადგენლობამ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელა. სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევების დახვეწას ისახავდა მიზნად.
