ქაღალდისა და მუყაოს დახარისხება
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტისთვის, ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადასცა. საპილოტე პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების პრაქტიკის დანერგვას.
