სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
აჭარაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო მიმდინარეობს. პარალელურად ითვლიან ზარალს. სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა ხე დაეცა. ჩაქვში დაშავდა 68 წლის ქალი, ის კლინიკაშია გადაყვანილი. ხის ტოტი დაეცა მოზარდს, არასრულოვანის მდგომარეობა სტაბილურია.
