საფრანგეთმა "ჰოლოდომორი" უკრაინელების გენოციდად აღიარა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, 1932-33 წლების “ჰოლოდომორი”, უკრაინელების გენოციდად აღიარა. რეზოლუციაში დეპუტატებმა, გასული საუკუნის 30-იან წლებში განვითარებული მოვლენები დაგმეს, ხალხის განადგურებად და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მასობრივ შელახვად შეაფასეს. საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
