ვითარება უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების მხრიდან 57 შეტევა ოთხი მიმართულებით მოიგერიეს. გენერალური შტაბის ინფრომაციით, ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 18 საჰაერო და სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს. უწყების ცნობით განსაკუთრებით გააქტიურდა შტურმი ბახმუტის მიმართულებით.