აფინანსებს თუ არა კეზერაშვილი "პალიტრას"
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „პალიტრა მედიას“, შესაძლოა დავით კეზერაშვილი აფინანსებდეს, „პალიტრა მედიის“ იურიდიული დეპარტამენტი ეხმიანება. განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და რეალურ ფაქტებს არ ეფუძნება.
