ამერიკა-მექსიკის საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ სიუდად ხუარესის მიგრანტების დაკავების ცენტრში ხანძარი გაჩნდა
ამერიკა-მექსიკის საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ სიუდად ხუარესის მიგრანტების დაკავების ცენტრში ხანძარი გაჩნდა. დაღუპულია, სულ მცირე, 39 ადამიანი, დაშავებულია 30. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრე მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს, ამერიკა-მექსიკის საზღვართან მდებარე მიგრანტთა დაკავების ცენტრში ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან ჩასული 68 მიგრანტი მამაკაცი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
