პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დაიწყო
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დაიწყო. საგამოძიებო უწყების განმარტებით ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ადამიანებთან ერთად 2019 წელს თაღლითური საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმა „ფორსაჟი” შექმნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა.
