31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება
31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. თარიღი პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიოა, შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის 31 მარტს მოწვევის მიზნით მიმართავს.
