„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.
