მსოფლიო თეატრი საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
მსოფლიო თეატრი საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. რუსთაველის თეატრის სცენაზე ამ წუთებში, ნიკოლოზ წულუკიძე კოლეგებთან ერთად, ქართული თეატრის ისტორიის ამ დრომდე ნაკლებად ცნობილ ფრაგმენტებს აცოცხლებს. „ქართული თეატრის ამბავი ანუ“- ასე ჰქვია საღამოს, რომელზეც საზოგადოება თეატრმცოდნეების, მსახიობების, მომღერლების, მოცეკვავეების და მუსიკოსების მონაწილეობით, საბჭოთა ცენზურის მიერ აკრაძალულ, დამალულ ამბებს და სხვადასხვა უცნობ ისტორიას ისმენს.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
