მსჯავრდებული ლაურეატი
ჯილდო საქართველოს დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში, პრემია სააკაშვილისთვის რომ არ გადაეცათ, შესაძლოა, ამ საკითხში კითხვის ნიშნებიც არ გაჩენილიყო. ნორვეგიის პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ბრალდებულ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მმართველობის პერიოდში, როგორც ჩანს, დემოკრატიის ხარისხს უწონებს. საკითხს უფრო მეტ სიცხადეს ის სძენს, რომ სკანდინავიური ჯილდო, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს იმ პოლიტიკური ძალისგან ერგო, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წევრია. რა დაუფასეს „ნაციონალური მოძრაობის“ ევროპელმა პარტნიორებმა სააკაშვილს 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებას ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს:- ეს არის დაცინვა იმ ადამიანების, რომლებმაც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის წლების სიმძიმე, საკუთარ თავზე გამოსცადეს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
