რუსთავის საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირა
ორჯერ ჩაშლილი სხდომის შემდეგ, რუსთავის საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირა. ამას კი წინ უძღოდა მერის სპეციალური ბრიფინგი, რომელმაც ოპოზიციური საკრებულოს უმრავლესობა, მიზანმიმართულ ქმედებებში, მიმდინარე და დაგემილი პროექტებისთვის ხელშეშლაში დაადანაშულა, თუმცა ბრალდებებს ოპოზიცია კატეგორიულად უარჰყოფს.
