საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წელი გავიდა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წელი გავიდა. პროგრამით მოსახლეობის 94% სარგებლობს. 10 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები 7 მილიარდი ლარით დაფინანსდა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ახლა ყველაზე დიდი გამოწვევა, მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაა.
