პრემიერ-მინისტრის განცხადებით რესპუბლიკურ საავადმყოფოზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სამსახურისა და ხელფასის გარეშე არცერთი თანამშრომელი არ დარჩება. მისივე თქმით, საუბარია მხოლოდ ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე. უახლოეს მომავალში, საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი კონკრეტულ გეგმას წარადგენს.
