სააკაშვილის თვითდაზიანებას აგრძელებს
მიხეილ სააკაშვილი ისევ არ იღებს საკვებს და უარს ამბობს სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურებაზე. ექსპრეზიდენტი, თვითდაზიანებას განაგრძობს. მკურნალი ექიმი ამბობს, რომ პატიმარი პოლონელ ექიმებს ელოდება, ენდოკრინოლოგის რჩევებს კი, სააკაშვილის დედა არ ითვალისწინებს, ვინაიდან გიული ალასანიამ დღესაც შვილისთვის საპატიმროში დაბალი კალორაჟის საკვები მიიტანა.
