ბრძოლა ფრონტის ხაზზე
დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა თითქმის მიწასთანაა გასწორებული. კიევმა ქალაქიდან მოსახლეობის სრულად ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე ცხელი წერტილი ისევ ბახმუტია. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბახმუტისა და ავდეევკის გარდა ოკუპანტის ძირითადი ძალისხმევა ლიმანისა და მარინკის ასაღებადაა მიმართული.
