ჭორვილაში აგროკომპლექსში გამრავლებული ხოხობი და კაკაბი ბუნებაში გაუშვეს
გადაშენების პირას მყოფი ფრინველები გაუშვეს თბილისის ბოტანიკური ბაღში, მთაწმინდის ფერდზე, კუს ტბის მიმდებარედ, მცხეთაში, შიო მღვიმეში, კახეთსა და იმერეთში. მომდევნო ეტაპი რაჭაა. სპეციალისტებმა გნოლის, კავკასიურ როჭოს, დურაჯის და “წითელ წიგნში” შეტანილი კასპიური შურთხის მოშენებაც დაიწყეს. უნიკალური აგროკომპლექსი ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ინიციატივით აშენდა. პროექტის მიზანია, ფრინველების გადარჩენა.
