ჭორვილაში გამრავლებული ხოხობი და კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს
ჭორვილაში, აგროკომპლექსში გამრავლებული გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ნაწილი, თბილისსა და რეგიონებში, ბუნებაში გაუშვეს. პირველი ლოკაცია თბილისის ბოტანიკური ბაღია. ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენისთვის კოლხური ხოხობი და კაკაბი დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე გაუშვეს. მათ შორის, კუს ტბის მიმდებარედ და მთაწმინდის ფერდზე. თბილისის გარდა, უნიკალური ჯიშის ფრინველებს რეგიონებშიც მოამრავლებენ. ეს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის გადაწყვეტილებაა.
