ვლადიმერ ალფენიძისადმი მიძღვნილი საღამო
ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში პოეტ ვლადიმერ ალფენიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გამართა. მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ვლადიმერ ალფენიძის ხსოვნას და მისი შემოქმედება გაიხსენეს. ვლადიმერ ალფენიძე 2002 წელს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
