„მესაზღვრე შაშვები“ - სპექტაკლის პრემიერა
ოზურგეთის დრამატულ თეატრში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სპექტაკლ „მესაზღვრე შაშვების“ პრემიერა გაიმართა. წარმოდგენა ოზურგეთისა და დმანისის დრამატული თეატრების ერთობლივი ნამუშევარია. პრემიერას თეა წულუკიანი დაესწრო. სპექტაკლის რეჟისორია დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძეა. სპექტაკლი „მესაზღვრე შაშვები“ ომისა და ოკუპაციის თემას ეხება.
