გამწვანების აქცია რუსთავში
რუსთავის მერიამ, ახალგაზრდებთან და მოსახლეობასთან ერთად, ჭყონდიდელის დასახლებაში მოწყობილ ახალ შიდა საუბნო რეკრეაციაში, მორიგი ეკო აქცია გამართა. ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, სადაც 1 570 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მწვანე კუნძულები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტული მოედანია მოწყობილი, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დარგეს.
