43-ე ბატალიონის სწავლება დასრულდა
თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითმა ბატალიონმა დღის და ღამის პირობებში ოცეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება განახორციელა. წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. წვრთნების მიზანს ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთ შერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა.
