საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
ადგილობრივი მოსახლეობა საპენსიო რეფორმას აპროტესტებს. პრეზიდენტ მაკრონის მიერ ინიცირებული გეგმა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, საპენსიო ასაკის ორი წლით გაზრდას ითვალისწინებს. პროტესტი უკვე თვეებია გრძელდება და მასში საჯარო და მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლებიც არიან ჩართული. ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“ პარიზში გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს მეხანძრეებიც შეუერთდნენ.
