ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თვეში ერთხელ ძვირად ღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში ხდება ფასის დაწესება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ფასის დაწესება ხდება ტენდერის ტიპის აუქციონის სახით. ამ თემაზე მინისტრმა შაბათის ქრონიკაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწყებულია საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო აქტიურად იყოს რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში სახელმწიფო ჩართული.