საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა
ჩვენი ქვეყნის გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა ერთადერთი მთავარი ხაზია, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, ქვეყნისთვის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი არეულობა და დაპირისპირებაა. დარჩიაშვილის განცხადებით, ქვეყანას ახლა მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება.
