ვიზიტების შეჯამება და ევროპული რეკომენდაციები
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გასული ორი კვირა საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით იყო ძალიან დინამიკური. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მინისტრმა, ბრიუსელში ვიზიტსა და ჟოზეფ ბორლეთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი იყო.
