ინტერვიუ ამირან გულუაშვილთან
კვირის ერთ-ერთი თემა იყო სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა. ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. ,, კორტების სპეცოპერაციის საქმე არის ერთ-ერთი სამარცხვინო ეპიზოდი ქვეყნის ისტორიიდან - ასეთია სახელისუფლებო გუნდის შეფასება, საქმის დეტალებზე უფრო მეტს პროკურორი ამირან გულუაშვილი გვეტყვის.
