რადიკალების ბოიკოტი
ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ ერთმანეთს ბაძავენ - ამჯერად მათ ინდეტური პოზიცია საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით აქვთ. პოლიტიკური შატალოს მოყვარული პარტიებიდან როგორც ერთი, ისე მეორე - თემატურ ბოიკოტს აანონსებენ და ამბობენ, რომ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ხან ჩაერთვებიან და ხან არა. ნარჩუნდება ნახევრად-ბოიკოტის რეჟიმი, რაც ნაციონალურ მოძრაობას მიმდიანრე კვირაში პარტიიდან და ფრაქციიდან წევრების წასვლის ფასადაც კი დაუჯდა. მმართელ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის პროტესტის ეს ინსტრუმენტი მხოლოდ დესტრუქციული დღის წესრიგის ნაწილია. ლევან მორჩიაშვილი გვიამბობს ოპოზციის ნაწილის უკვე ტრადიციულ სტრატეგიაზე.
