თბილისის მერიის განცახდება
თბილისის მეტრიის ინფორმაციით, გაგარინის პირველ ნომერში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია. კერძოდ, სრულად შეიზღუდა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან ჟვანიას მოედნისკენ ამსვლელი გზის მონაკვეთი, რის გამოც ტრანსპორტი მარჯვენა სანაპიროდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით გადაადგილდება. რაც შეეხება ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლისკენ ჩამსვლელ გზის მონაკვეთს, აქ მოძრაობა შეზღუდული არ არის და ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
