საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგების დაჯილდოვება
იუესაიდის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოების ცერემონია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენციის, გამოფენის მსვლელობისას შედგა. მასში მონაწილეობა მიიღო 200-მდე სამოქალაქო განათლების პედაგოგმა საქართველოს ყველა რეგიონიდან. კონფერენციაში მონაწილეობდა ამერიკის ელჩი, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
