სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოვება
საქართველოს პრეზიდენტი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ორბელიანების სასახლეში ევროკავშირისა და „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით ჩატარდა. როგორც პრეზიდენტმა სოციალური მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, ახალგაზრდების სწორედ ასეთ ინიციატივებსა და წამოწყებებს შეუძლია ახალი სიცოცხლე შესძინოს რეგიონებს, რაც დღეს ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიამ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები 4 რეგიონიდან: ქვემო ქართლიდან, სამცხე ჯავახეთიდან, მცხეთა მთიანეთიდან და შიდა ქართლიდან შეარჩია. ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოს დაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.