საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატები
კომპანია „მისიამ“ საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების შესახებ პრეზენტაია გამართა. გამოფენაზე სტუმრებს 5 დრონი წარუდგინეს და მათ მახასიათებლებზე კომპანიის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს. უპილოტო დრონებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს და სახანძრო სამაშველო, ჯანდაცვისა და სამეურნეო სფეროებში გამოიყენება. საქართველოში დამზადებულმა აპარატმა 2022 წელს მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის საერთაშორისო გამოფენაზე.
