ბაიდენის ვიზიტს კანადაში აქციებით შეხვდნენ
შეერთებული შტატები და კანადა პირობას დებენ რომ უკრაინის გვერდით იდგებიან. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა და ჯასტინ ტრიუდომ ოტავაში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაცხადეს. შტატების პრეზიდენტმა და კანადის პრემიერ მინისტრმა უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების გარდა ცალსახად დააფიქსირეს, რომ ერთობლივად შეეწინააღმდეგებიან ყველა ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც მსოფლიო წესრიგს უქმნის საფრთხეს.
