უკრაინის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გაათავისუფლეს
უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე რუსლან ჩერკასკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. უკრაინული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსლან ჩერკასკიმ პენსიონერი მამისგან „საჩუქრად“ 150 ათასი დოლარი მიიღო. თუმცა შესაბამისი ორგანოების მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ჩერკასკის მშობლები ამ რაოდენობის თანხას არ ფლობდნენ.
