შეფასებები პრემიერის ინტერპელაციაზე
ინტერპელაციის წესით პრემიერ მინისტრს კითხვები ცხრა დეპუტატმა გაუგზავნა, რომლებიც თავადაცვასა და უსაფრთხოებას ეხებოდა. პრემიერმა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მიღწევებზე და ამ მიღწევების პარალელურად, ოპოზიციის ქმედებებზეც ისაუბრა. საპარლამენტო ტრიბუნიდან მთავრობის მეთაურის მთავარი გზავნილი ასეთი იყო „ ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი სახელმწიფოს გადარჩენაა“. პრემიერის გამოსვლას აფასებენ ოპოზიციაში და მმართველ გუნდში.
