პრემიერის ინტერპელაცია
პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მიღწევებზე და ამ მიღწევების პარალელურად, ოპოზიციის ქმედებებზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს ხელისუფლებას ანტიეროვნული ოპოზიცია ჰყავს. საპარლამენტო ტრიბუნასთან ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტართა ნაწილსაც უპასუხა. პრემიერის განცხადებით, თუ ევროპას, ევროპარლამენტარებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება , მათ უნდა მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
