კონსპირაციული შეხვედრის დეტალები
დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ტელეკომპანია „პოს ტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე წერეთლის 67 ნომერში კონსპირაციულ შეხვედრას მართავდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამხარაძე, შესაძლოა, გატაცებული ყოფილიყო. „წყაროს ინფორმაციით, სამხარაძესა და ჩიქოვანს შორის კონფლიქტი მოხდა. კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლის ძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის სანაცვლოდ დაჰპირდა. „პოსტივის“ გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებს კი თათია სამხარაძე კარადაში დახვდათ. აღნიშნულია „პოს ტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.“ ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილიც იმყოფებოდა. ამასთან, ადგილზე მყოფ „პოს ტივის“ ჟურნალისტს, ნათია ბერიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ჩიქოვანი ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. დიმიტრი ჩიქოვანმა ცოტახნის წინ დატოვა საცხოვრებელი სახლი თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
