საქართველო VS მონღოლეთი
საქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქე ფიფას რეიტინგში 183 პოზიციაზე მყოფი მონღოლეთის ნაკრები იქნება. ვილი სანიოლის გუნდმა გუშინ ბათუმში ივარჯიშა, ფრანგმა სპეციალისტმა, კი პრესკონფერენცია გამართა. საქართველო მონღოლეთის შეხვედრა აჭარაბეთ არენაზე 18:00 საათზე დაიწყება. სამშაბათს, კი ჩვენი ქვეყნის გუნდი ამავე სტადიონზე ნორვეგიელებს შეხვდებიან.
