სერჟანტთა აკადემია 20 წლისაა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. სერჟანტებს აკადემიის იუბილე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას ისაუბრეს სერჟანტთა აკადემიის მნიშვნელობაზე. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც.
