წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვნდენ
განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია ესწრებოდა. პერსონალური კომპიუტერი 111 მოსწავლეს გადაეცა. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს.
