წყლის რესურსების კონფერენცია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ნიუ იორკში 22-24 მარტს გამართულ გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით ქვეყნის მიღწევები და ის გეგმა, რომლის განხორციელებაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული ქვეყნის განვითარების „ხედვა 2030“-ის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს. აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2030 წელს ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით იყოს უზრუნველყოფილი. მინისტრმა კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა და წყლის ხელმისაწვდომობის თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
