აქციები საპენსიო რეფორმის წინაააღმდეგ
საფრანგეთში საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. საყოველთაო გაფიცვაში, მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ზოგიერთ ქალაქში, აქციები არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა 500-მდე ადამიანი დააკავეს. პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული ცვლილება საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
