რადიკალების ბოიკოტი
ნაციონალურ მოძრაობასა და სტრატეგია აღმაშენებელს საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით ისევ ერთმანეთის იდენტური პოზიცია აქვთ. ამბობენ, რომ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ხან ჩაერთვებიან და ხან არა. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ რადიკალური ოპოზიციის პროტესტის ინსტრუმენტს საფუძველი არ აქვს და ის მხოლოდ დესტრუქციული დღისწესრიგის ნაწილია. ნაციონალურ მოძრაობასა და სტრატეგია აღმაშენებელს ნახევრად ბოიკოტის რეჟიმისა და ვერ ჩამოყალიბებული პოზიციის გამო კოლეგა ოპოზიციონერებიც მკაცრად აკრიტიკებენ.
