პრემიერის ინტერპელაცია
პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მიღწევებზე და ამ მიღწევების პარალელურად, ოპოზიციის ქმედებებზე. პრემიერ მინისტრის განცხადებით, დღეს ხელისუფლებას ანტიეროვნული ოპოზიცია ჰყავს. საპარლამენტო ტრიბუნასთან ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტართა ნაწილსაც უპასუხა. პრემიერის განცხადებით, თუ ევროპას, ევროპარლამენტარებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
