ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელი დიპლომატი მისმა ქართველმა კოლეგამ,ილია დარჩიაშვილმა გააცილა. საქართველოში ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ანალენა ბერბოკს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა უმასპინლა. გერმანელმა დიპლომატმა შეხვედრა ასევე გამართა მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთან. დიპლომატი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსაც. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეწვია საკოუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პირველმა დიპლომატმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.
