მზადება რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატისთვის
რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატისთვის მზადება უკვე დაიწყო. საერთაშორისო ტურნირში საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდიც მიიღებს მონაწილეობას. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი წელს საფრანგეთში ჩატარდება. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 12 ქვეყნის გუნდი. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა უკვე ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვით, საქართველო ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკისა და ესპანეთის გუნდებთან ერთად იასპარეზებს.
