ევროპული ბანკების აქციები მნიშვნელოვნად დაეცა
შვეიცარული „კრედის სუისის“ პრობლემებსა და მის გაყიდვას ევროპულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი რყევა მოჰყვა. ევროპული ბანკების აქციები მნიშვნელოვნად დაეცა. განსაკუთრებით დიდი ზარალი გერმანულმა „დოიჩე ბანკმა“ ნახა, რომლის აქციებიც 9% გაუფასურდა. საშუალოდ 1,5 პუნქტით დაეცა ევროპული ბანკების საერთო ინდექსი.
