ავტოკეფალიის აღდგენის 106 წელი
„1917 წლის 25 მარტს ეკლესიის თვითმმართველობის აღდგენით ქართველი ხალხი დაუბრუნდა მართლმადიდებლობის უძველეს ტრადიციებს, დაიწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მძიმე გზა და ამავე დროს, გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ.“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღევანდელ დღეს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ესაა ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის კიდევ ერთი დადასტურება, და ამავე დროს, აღიარება იმ მნიშვნელოვანი როლისა, რომელსაც ეკლესია ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და უკეთესი მომავლის შენებაში.
